მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ბედი ელის "აწარმოე საქართველოს" დაფინასებულ კომპანია "გვგ პლასტს"

5bb37d584bfc7
თათია ჩაფიჩაძე
02.10.18 19:30
1601
კომპანია „გვგ პლასტი“ 2014 წლიდან „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარია. კომპანია პოლიეთილენის პარკებს აწარმოებს. კომპანიამ სწორედ პროგრამის დამხარებით მოახერხა უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რისი საშუალებითაც ამ დრომდე ბაზრის 80%-ს ამარაგებდა. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 750 000 დოლარზე მეტია.

რა ბედი რა ბედი ელის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინასებულ კომპანია „გვგ პლასტს“ - ამ საკითხით BMG მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარებას ზღუდავს.

პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული „გვგ პლასტის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ პოლიეთილენის პარკების საკითხზე შემოღებული რეგულაციები მწამროებლებისთვის 4 სექტემბერს გახდა ცნობილი. კომპანიის დამფუძნებელი გელა გელაშვილი ამბობს, რომ სამინისტრო ამ დრომდე რეგულაციების ეტაპობრივად დანერგვაზე მუშაობდა, 1 აპრილიდან სრულად აკრძალვის შემთხვევაში კი ბიზნესს, ახალი მოთხოვნებზე გადასვლა გაუჭირდება.

„მესამე კვირაა პირველ ეტაპზე ამოქმედებული აკრძალვის მიხედვით დავიწყეთ მუშაობა, თუმცა რაც შეეხება 1 აპრილის შემდგომ პოლიეთილენის სრულად აკრძალვას, გადაწყობის პროცესში ვართ და ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ რა იქნება. რათქმაუნდა ხარჯები გაიზრდება, მაგრამ კონკრეტული პასუხი დღეს არ მაქვს. არ მაქვს იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტიურად 4 სექტემბერს ვნახეთ დადგენილება, სადაც ეწერა რომ 1 აპრილიდან ხდებოდა ამ სახეობის პარკებზე გადასვლა. აქამდე იყო საუბარი, რომ პირველ ეტაპზე უნდა ყოფილიყო 15 მიკრონზე ნაკლები, მერე 30, მერე 50 და ა.შ. თუ ეს მოხდა ისე, რომ მწარმოებლებს დასჭირდათ გადაიარაღება, ეს საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და ამ შემთხვევაში არ ვიცი რას ვიზამთ.“ - აცხადებს გელაშვილი და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მთავრობასთან კიდევ ბევრი საკითხია განსახილველი.

„იქიდან გამომდინარე, რომ აქ არ არსებობს ნედლეულის წარმოება, არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ადგენს შემადგენლობას ბევრი დეტალია გასავლელი. შეიძლება მე ნედლეული შემოვიტანი ინგლისიდან, მაგრამ აკმაყოფილებს თუ არა ის მოთხოვნებს ამის დადგენა აქ არ ხდება და ამიტომ დიდი პროცედურები სჭირდება.
ჩვენმა პროდუქციამ იმპორტი 80%-ით ჩაანაცვლა, მაგრამ ამ რეგულაციებით როგორ იქნება ადგილობრივი და იმპორტირებული ნაწარმის გადანაწილება არ ვიცი. არ ვიცი იმიტომ, რომ თურქეთში, ირანში ნებისმიერ წარწერას, ნებისმიერ ლოგოს უგზავნი, გიწერს და შემოაქვს და ის რომ შემოდის, აქ ვერ მოხდება ისე სწრაფად კონტროლი ისე და ისევ ლაბორატორიის არარსებობის გამო და აქედან გამომდინარე შესაძლოა კონკურენტუუნაროები გავხდეთ.

გადავადებაზეც მიდის საუბარი და ასევე რაც მტკივნეულია არის ის ნაშთები რომელიც დარჩა. 50, 60, 100 ტონა ნაშთი აქვთ მაღაზიებს ქსელებში და ამის ამოწურვა უნდა მოხდეს. თორე ამის უკან მობრუნება ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება მწარმოებლებისთვის.“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას გელა გელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები