როგორ უნდა განვითარდეს დიღმის ჭალების ტერიტორია?- აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დღეს საზოგადოებას დაქირავებულმა ექსპერტებმა რეკომენდაციები წარუდგინეს. საუბარია 300 ჰა ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია და სხვადასხვა ინერტული მასალების მოპოვების შედეგად ტერიტორია ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ჯერ-ჯერობით ისევ ბუნდოვანია ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის საკითხიც, რაზეც წლებია საუბრობენ, შეიქმნა პროექტიც, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა. რა რეკომენდაციები აქვთ ურბანისტებს, არქიტექტორებს, გარემოს დამცველებს და საერთაშორისო ექსპერტებს? რა ძირითად გამოწვევებზეა საუბარი და როგორ უნდა შენარჩუნდეს დედაქალაქი მასშტაბური რეკრეაციული არეალი?