რა ბედი ელის სავალუტო ფონდის პროგრამას საქართველოში და როდის შეივსება ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა- ამ კითხვებზე პასუხები ჯერ ბუნდოვანია. სებში კიდევ ერთხელ ადასტურებენ IMF_ის ერთ-ერთი რეკომენდაცია საბჭოში დამოუკიდებელი წევრების რაოდენობის ზრდაა. როდისთვის იქნება ამ მხრივ სიახლეები ეს უკანასკნელიც გაურკვეველია. ცენტრალურ ბანკში განმარტავენ. ფონდთან კომუნიკაცია შენარჩუნებულია, მისიის ვიზიტის ფარგლებში კი სწორედ შეჩერებული პროგრამის თემის განხილვა იგეგმება. ის რომ სავალუტო ფონდის პროგრამა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ამას მარეგულირებელთანე ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ თუმცა კონკრეტული გზა რომელიც ამ პროცესის დაჩქარებისთვის გასავლელია მარტივად დასაძლევი თვეებია ვერ აღმოჩნდა. როგორია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და მოსალოდნელია თუ არა შეჩერებული $280 მილიონიანი პროგრამის აღდგენა.