მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ბედი ეწია ტრამპის ტელეფონ Trump T1-ს?

Trump T1

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ტელეფონი T1, რომლის ღირებულებაც $500 დოლარი უნდა ყოფილიყო და რომელსაც შტატების ლიდერის სახელი ერქმეოდა, დღემდე არ გამოსულა.

უცნობია ისიც, თუ როდის გამოჩნდება ის დახლებზე. აღსანიშნავია, რომ ტელეფონი ხელმისაწვდომი თავდაპირველად 2025 წლის აგვისტოს თვეში უნდა გამხდარიყო, თუმცა გადავადების ოფიციალურ მიზეზად ამერიკის მთავრობის გაჩერება, იგივე “შათდაუნი” დასახელდა. ანალიტიკოსების შეფასებით კი, მიზეზი გახდა ის, რომ ტრამპის მოთხოვნის მიუხედავად Trump T1-ის 100%-ით ამერიკაში დამზადება ვერ მოხერხდა, რადგან მსგავსი მოწყობილობების მასობრივი წარმოება უცხოური მომწოდებლებისაგან დამოუკიდებლად შეუძლებელია. ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის სახელობის ტელეფონის მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე კვლავ წერია, რომ ტელეფონი წლის ბოლომდე გამოვა. ამასთან, შესაძლებელია წინასწარი შეკვეთის გაფორმებაც, იმის მიუხედავად, რომ მასობრივი წარმოების დაწყების მტკიცებულება კომპანიას არ წარმოუდგენია.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 100%-ით ამერიკული წარმოების ტელეფონ Trump T1-ის გამოშვება ფიცის დადებიდან რამდენიმე თვეში დააანონსა. მას 6.25-ინჩიანი ამოლედ-ეკრანი უნდა ჰქონოდა, 120-ჰერციანი განახლების სიხშირის მქონე ეკრანით. $500-დოლარიან ვერსიაში 256 გეგაბაიტის მეხსიერება უნდა განთავსებულიყო და აღჭურვილი იქნებოდა 50-მეგაპიქსელიანი კამერებით. ტრამპმა ტელეფონის პროტოტიპიც წარადგინა, თუმცა ამ დრომდე Trump T1 აქტიურ წარმოებაში არ ჩაშვებულა. არც ის არის ცნობილი, იხილავს თუ არა მზის სინათლეს ისტორიაში პირველი, პრეზიდენტის სახელობის ტელეფონი, რომელსაც კონკურენცია ამერიკული iPhone-ებისა და სამხრეთ-კორეული Samsung-ისთვის უნდა გაეწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები