მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბენეფიტები აქვს თავისუფალ ვაჭრობას?

საქართველომ შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის არეალი გააფართოოს. ახალი სამიზნე სამხრეთ კორეაა, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება. ეს გეგმა მთავრობას წლების წინაც ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ახლა დაიგეგმა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც 2024 წლის პირველ კვარტალში შედგება. სამხრეთ კორეას და საქართველოს შორის ვაჭრობა არც ისე მოცულობითია და იმპორტი სჭარბობს. 9 თვეში ამ ქვეყნიდან 84 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება ექსპორტს, საექსპორტო კალათის ღირებულება მხოლოდ 4 მლნ აღწევდა და წლების განმავლობაში 8,9 მლნ დოლარზე მეტი არ ყოფილა. ამ ქვეყანაში საქართველოდან გადის სპილენძს ნარჩენები, ავტონაწილები, ვაქცინები, პლასტმასის ნარჩენები და ღვინო. რას შეცვლის ექსპორტიორებისთვის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და რა რეალური ბენეფიტები აქვს მსგავს ხელშეკრულებებს?

სტუმარი: გვანცა მელაძე - ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები