მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯანდაცვას აკლდებოდა 600 მლნ, საიდან უნდა მომეტანა ეს ფული, კაციშვილს პასუხი არ ჰქონდა“

6144ea5f6e85e
თამთა ჯიჯავაძე
17.09.21 23:18
1060
"ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რეგიონში უპრეცედენტო ზრდა გვაქვს. დაზუსტდა ეკონომიკური მაჩვენებელი - 12.2%-იანი ზრდა გვაქვს შვიდ თვეში", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა და თავის მიღწევებზე საუბრისას თქვა, რომ 2021 წლის ბუჯეტში ჯანდაცვის უწყებისთვის 600 მლნ ლარი აკლდებოდათ და "კაციშვილმა არ იცოდა" რა შეიძლებოდა დაფინანსების წყარო ყოფილიყო. 

„1, 2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. რა ბიუჯეტი დამხვდა, აღარ მოვყვები, აღარ შეგაწყენთ. ჯანდაცვას აკლდებოდა 600 მილიონი, საიდან უნდა მომეტანა ეს ფული, კაციშვილს პასუხი არ ჰქონდა. 1,2 მილიარდით გავზარდეთ ბიუჯეტი, აქედან დაახლოებით 200 მილიონით სოციალურად დაუცველ ბავშვებს გავუორმაგეთ დახმარება და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ, მათ შორის წამოვიწყეთ რეგიონების განახლების პროგრამა და ურბანული განახლების პროგრამები. ჩვენი ამოცანა იყო და არის საგარეო ვალის შემცირება. წინა წელს მთავრობამ აიღო 3 მილიარდი აშშ დოლარი. ეს ვისი გადასახდელია, ჩვენი, თქვენი, ჩვენი შვილების, ყველასი. საგარეო ვალის ნიშნული მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ავიდა 60%-ზე. ჩვენს სტრატეგიაში, მათ შორის ათწლიანი განვითარების გეგმაში გვიწერია, რომ აუცილებელია საგარეო ვალის შემცირება. ამ მიმართულებით დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა.

75 მილიონი ევრო ამ სიტუაციაში ჩვენთვის არ წარმოადგენდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას, ეს დახმარება კი არა, სესხი იყო. ნახეთ, რა აბსურდში ვცხოვრობთ, კატასტროფაა პირდაპირ. 3 დღე ვამტკიცებდით, რომ ეს იყო სესხი. ისინი უტიფრად იმეორებდნენ, რომ ეს არის დახმარება. არ არის დახმარება, ბატონებო, ეს არის სესხი. ბანკში რომ მიხვიდეთ და დაგადგეთ ბანკის ოფიცერი, აიღეთ სესხი და თქვენ არ გინდათ, ეს რას ნიშნავს, ძალადობა არ არის? თუ არ გჭირდებათ სესხი, რატომ უნდა აიღოთ? იგივე სიტუაცია იყო აბსოლუტურად. მით უმეტეს, იყო დიდი შეუთანხმებლობა. ჩვენ არ ვეთანხმებოდით იგივე მათ შეფასებას სასამართლო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ გადავდგით ძალიან ეფექტიანი ნაბიჯები. არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი და იდეალური, მაგრამ რა იყო სასამართლო 8 წლის წინ და რა არის დღეს, რეფორმების 4 ტალღის შემდეგ, რა თქმა უნდა, დიდი სხვაობაა. ჯერ ერთი, მიშელის დოკუმენტში ვადაც იყო განსაზღვრული - 2022 წლის გაზაფხული. ახლა არის 2021 წლის შემოდგომა და დაველოდოთ იქამდე. ჩვენ ვთქვით, რომ იმის მიუხედავად, რომ გავდივართ ხელშეკრულებიდან, ამ რეფორმების მიმართულებით ვართ ლოიალურნი, ერთგულნი და ვაგრძელებთ რეფორმებს“, - აღნიშნა პრემიერმა.