"მოზაიაკას" ინფორმაციით, ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულთა შორის არიან ვეტერანი მოკრივე, გორელი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 ადამიანია დაკავებული. ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში ჰქონდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმა-რეალიზაცია.
გიორგი კანდელაკი არაერთ კომპანიასთან არის დაკავშირებული. მათ შორის, მას ეკუთვნის ტელევიზია “სეზონი TV”, სადაც გადაცემას რუსეთის დროშა გასდევს.
სამეწარმეო რეესტრის თანახმად, გიორგი კანდელაკი დირექტორია შემდეგ კომპანიებში:
- რეგისტრირებული კავშირი “სპორტული ლიგა" (დირექტორი/დამფუძნებელი)
- სპორტსმენთა კავშირი ქართლი
- შპს თანა (მეწილე)
- შპს გითანა (მეწილე)
- გორელების გაერთიანება (დირექტორი/დამფუძნებელი)
- შპს ჟოზეფი
- რკ გიზუ კაპიტალი
- შპს ჟოზეფი ბორჯომი (მეწილე)
- შპს კანდე (მეწილე)
- გორელები
- საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაცია
- შპს გ. კანდელაკის სახელობის სპორტული კლუბი ჩემპიონი
- შპს სეზონი ტვ
- შპს კეი ერ სი (მეწილე)
- შპს გითა 2024 (მეწილე)
- სტალინის ფონდი 2024 (დირექტორი/დამფუძნებელი)
- კოოპერატივი ვარიანი 2024
- შპს ნამა 2024 (მეწილე)
- საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი
დამფუძნებელია:
- საქართველოს რინგსის ეროვნული ფედერაცია
- საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია
- ერთად ძლიერი საქართველოსთვის
მეწილეა:
- შპს კრივის ჯგუფი
- შპს ვარიანი
- შპს სეზონი ტვ
- შპს კანდე
- შპს მიტარბი
- შპს დიდი გორი
- შპს ნიზუს კაპიტალი
- შპს გორელები 2023
- შპს ბარაქა 2024
ასევე, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.
გიორგი კანდელაკმა 60 000 ლარი შესწირა 2012 წელს "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას".




























