მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ბიზნესებს ფლობს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე?

5b17b0c6f0062
თამუნა დემეტრაშვილი
06.06.18 14:00
1516
კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელს კახა ბექაურს 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, წილები სამ კომპანიაში უფიქსირდება. მის კუთვნილებაშია შპს "ორი ნაბიჯის" 33,3% წილი, მისი ბიზნეს-პარტნიორები აღნიშნულ კომპანიაში თანაბარი წილებით გიორგი ჩხეიძე და გოჩა ცქიტიშვილი არიან. ბექაურის ეკუთვნის ასევე შპს "მეგაპოლის კლასიკის" 40%-იანი წილი, სადაც მისი პარტნიორები ასევე გიორგი ჩხეიძე და ლაშა გავაშელი არიან. ბექაური ფლობს შპს "სხვა არხის" 100%-იან წილსაც. დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ბექაურმა 241 ათას 376 ლარის შემოსავალი მიიღო, 334 ათას 662 ლარის შემოსავალი უფრქსირდება ბექაურის მეუღლეს ეკატერინე ბერიძეს, რომელიც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები