მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ბიზნესის გაკეთებას გეგმავს თოფაძე "ყაზბეგის" ქარხნის ტერიტორიაზე - ბიზნესმენის კომენტარი

5c9b5b061198d
ლევან თაღიაშვილი
27.03.19 15:20
2178
ბიზნესმენი გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ბრენდის გაყიდვასთან კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, გარიგების საგანს მხოლოდ სავაჭრო ნიშანი წარმოადგენდა და ლუდის ქარხანა, ტერიტორიასთან ერთად, მის განკარგულებაში დარჩება.

„ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, მიმდინარეობს მოლაპარაკება. ქარხანა რუსთავში გაჩერებულია. ალბათ დავიწყებთ ახალ წარმოებას, რა იქნება ჯერ არ ვიცით. ლუდის და ლიმონათის 6 ქარხანაა საქართველოში. უფრო დიდი პროექტები გვაქვს ჩაფიქრებული და 1-2 თვეში გადავწყვეტთ რას გავაკეთებთ ჩვენს ტერიტორიაზე. რაც შეეხება "ყაზბეგთან" დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, ალბათ ძალიან მალე გადაწყდება ყველაფერი, არის პატარა ნიუანსები, რომელსაც გადავწყვეტთ. 

ბრენდი დიდი ალბათობით გაიყიდება, თუმცა ტერიტორია და ქარხანა რჩება, სადაც გავაკეთებთ ძალიან დიდ წარმოებას. გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა საქართველოსთვის, მაგალითად, არ გვაქვს საკონსერვო ქარხნები, შემცირდა მათი რაოდენობა და ა.შ.” - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ Georgia Capital-მა საქართველოს ლუდის უძველესი სავაჭრო ნიშანი „ყაზბეგი" და მისი კომერციული აქტივები იყიდა 3.65 მლნ დოლარად. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალური რელიზი უკვე გაავრცელა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები