ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს ითხოვდა და მიმდინარეობდა ამ მოთხოვნის შესწავლა, თუმცა კონკრეტულად რა ცვლილებებზე იყო საუბარი ცქიტიშვილს არ განუმარტავს.
"გვაქვს ურთიერთობა ანაკლიის კოსორციუმთან, ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი. გვაქვს ხელშეკრულება, გავქვს ვალდებულებები ჩვენც და კონსორციუმსაც. კონსროციუმის მხრიდან არის გარკვეული თხოვნები ხელშეკრულების ცვლილებასთან დაავშირებით, რომელსაც ვიხილავთ და ბუნებრივია, თუ არის შესაძლებელი, გავითვალისწინებთ მას. თუმცა, ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ჯერ სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს დაცული, შემდეგ კონსორციუმის", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
კითხვით, რა ცვლილებებს ითხოვს კონსორციუმი დადებულ ხელშეკრულებაში, bm.ge-მ კონსორციუმს მიმართა:
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში იმ ცვლილებს ათანხმებს, რომელიც მას უფლებას მისცემს ანაკლიის პორტში დაღრმავებისა და რეკლამაციის სამუშაოები დაიწყოს", - ამის შესახებ Bm.ge-ს ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განუმარტეს.

























