2024 წელს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებისთვის რამდენიმე ღონისძიება ანონსდება - რამდენად შეძლებს მთავრობა საარჩევნო წელს ამ მიმართულებას სათანადო ყურადღება დაუთმოს, რთული სათქმელია. დაპირება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. 2024 წელს ტრანზაქციების რეფორმის ფარგლებში, მოძრავი ქონებით დაკრედიტების ხელშეწყობა უნდა მოხდეს, ასევე დაანონსებულია, რომ 2024 წელს განხორციელდება ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებას, მათ შორის შეიქმნება ფაქტორინგის სამართლებრივი ჩარჩო. კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობისთვის სექტორის კურატორობას როგორც ჩანს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ჩაიბარებს და 2024 წელს ბონდების გამოშვების თანადაფინანსებას მოახდენს. სააგენტო, მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, კერძო კაპიტალის ფონდების დაფუძნებაშიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ფონდებში სახელმწიფო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი, დაგეგმილია 2-3 ფონდის მხარდაჭერა, რომელთა ჯამური მოცულობა 70 მილიონ ლარამდე იქნება. რამდენად პასუხობს მთავრობის გეგმები ბაზრის მოთხოვნას და რა პერიოდში იქნება შედეგები ხილული დასახული ამოცანების შესრულების შემთხვევაში?
სტუმარი: ირაკლი ელაშვილი - „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველი პარტნიორი;