საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრებს 2 გოლით მოუგო, ჯგუფური ეტაპი 4 ქულით წარმატებით დახურულია, მერვედფინალის თამაში კიოლნში ესპანეთთან კელნში 50 000-ის ტევადობის სტადიონზე გაიმართება. მხარდაჭერა დიდია, წარმატება შეუფასებელია თუმცა ფეხბურთი ერთ ერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტიანი სპორტია და ცხადია წარმატებაც ფასდება გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც. "ჯვაროსნებმა" გერმანიის საგზურის მოპოვებისთვის, UEFA-სგან 9,25 მილიონი ევროს უკვე მიიღეს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მილიონ, ხოლო ფრე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს. შესაბამისად, ეროვნულ ნაკრები 1.5 მლნ ევროს მიიღებს ჩეხეთთან ნათამაშები ფრის და პორტუგალიასთან მოგებული თამაშის გამო. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ერთადერთ დებიუტანტს, საქართველოს ნაკრებს, რომელმაც დამატებით "ქართუმ" საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯილდოს სახით, ₾30 მლნ უნდა გადასცეს. "ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მორიგი წარმატების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ვიზიტების დაგეგმვა ამჯერად კიოლნის მიმართულებით. რა დაგიჯდებათ გერმანიაში მერვედფინალზე დასწრება და როგორია ტურისტულებში მიმართვიანობა?