მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაჯდა აზიის უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის შვილის ქორწილი?

ამბანის ოჯახი

აზიის უმდიდრესი ადამიანის, ინდოელი ბიზნესმენის მუკეშ ამბანის შვილის, ანანტისა და საცოლე რადიკა მერჩანტის რამდენიმეთვიანი ქორწილი 160 მილიონი დოლარამდე დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ქორწილის ღონისძიებები ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, მაშინ ის მედიის ყურადღების ცენტრში სტუმრებით მოექცა. წინა საქორწილო ღონისძიებას ესწრებოდნენ - რიანა, მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი და ა.შ.

ქორწილის დასკვნით ღონისძიებებზე, რომელიც გუშინ დაიწყო, სტუმრებს შორის იყვნენ: კარდაშიანები, ჯასტინ ბიბერი, ივანკა ტრამპი, ბორის ჯონსონი, FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ბიზნესმენები, ჰოლივუდისა და ბოლივუდის ვარსკვლავები და სხვა ცნობილი სახეები. ქორწილი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება, სტუმრების სია 1 200 ადამიანს მოიცავს. არსებული ინფორმაციით, წვეულებაზე იმღერებენ დრეიკი, ლანა დელ რეი და ადელი.

BBC-ის ინფორმაციით, ქორწილში სიმღერაში რიანას 7 მილიონი დოლარი , ხოლო ჯასტინ ბიბერს 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ამა წლის ივნისში, წყვილი ოთხდღიანი კრუიზით ხმელთაშუა ზღვაში 1200 სტუმართან ერთად გაემგზავრა, ხოლო მომღერალი კეტი პერი კანში, ფრანგულ შატოში მასკარადის ბალზე გამოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები