მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, გაეროს, მსოფლიო ბანკისა და ევროპული კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენას და რეკონსტრუქციას დაახლოებით 524 მილიარდი დოლარი დასჭირდება. კვლევის თანახმად, ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, უკრაინაში 2.5 მილიონი საცხოვრებელი სახლი და შენობა განადგურდა; კონფლიქტურ რეგიონებში კი უძრავი ქონების 72% განადგურებულია. კონფლიქტურ რეგიონში უძრავი ქონების 72% რომ განადგურებულია, არ ნიშნავს რომ მთელი უკრაინის უძრავი ქონების 72% განადგურებული. ეს ნიშნავს იმ ტერიტორიებს,სადაც აქტიური საომარი მოქმედება მიმდინარეობდა და ახლაც მიდის.