პროფკავშირების გაერთიანების მიერ შეტანილი საჩივრების საფუძველზე, დასაქმებულთა უფლებების დარღვევის შესახებ, სახალხო დამცველმა შრომის ინსპექციას ზოგადი წინადადებით მიმართა.
პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, შრომითმა ინსპექციამ 20 დღის ვადაში უნდა შეიმუშაოს კოლექტიური შრომითი უფლებების სათანადოდ დაცვისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისკენ მიმართული რეკომენდაციები.
სტუმარი: რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე;