მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დარღვევებზე საუბრობს ეუთო/ოდირი?

სს

ეუთო/ოდირი 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. სადამკვირვებლო ორგანიზაცია წერს, რომ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სერიოზული შეშფოთება არსებობდა მანამდე მიღებულ კანონთან [რუსული კანონი] დაკავშირებით, რომლითაც არჩევნებში ჩართული დამოუკიდებელი ინსტიტუტების თავისუფლება იზღუდებოდა.

ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნაში რამდენიმე დარღვევაზე ისაუბრა, რომელთა შორისაა: ამომრჩეველთა დაშინება; არათანაბარი საარჩევნო გარემო; ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა და მედიის მიკერძოებულობა.

ამასთან, ეუთო/ოდირის შეფასებით, არჩევნების შემდეგ საჩივრები სათანადოდ არ იქნა განხილული, რაც ზღუდავდა საქმეების სამართლებრივი განხილვის შესაძლებლობას. დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებისა და დაკავებების საკითხზე ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვას. კერძოდ, აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლა, დაკავების უამრავი შემთხვევა შეშფოთებას იწვევს, იმასთან დაკავშირებით საქართველო რამდენად თანხვედრაში საერთაშორისო ვალდებულებებთან, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას გულისხმობს.

"უამრავი პრობლემა მოხვდა ჩვენს საბოლოო ანგარიშში, რაც უარყოფითად აისახა არჩევნების მთლიანობაზე და დააზიანა საზოგადოების ნდობა ამ პროცესისადმი", - განაცხადა ოუენ მერფიმ, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში.

საბოლოოდ დასკვნაშიც ხაზგასმულია პოლარიზებული და ინსტრუმენტად გამოყენებული მედიის უარყოფით გავლენაზე, ასევე მმართველი პარტიის სხვებთან შედარებით ბევრად დიდ ფინანსურ რესურსებზე, რამაც არათანაბარი გარემო შექმნა.

ორგანიზაცია წერს, რომ არჩევნებისთვის მომზადების პერიოდი კარგად იყო ორგანიზებული. თუმცა, არჩევნების დღეს ხშირი იყო ხმის ფარულობის დარღვევა, ასევე იყო პროცედურის დარღვევის შემთხვევები, ცნობები დაშინებაზე, ამან უარყოფითი გავლენა იქონია საზოგადოების ნდობაზე პროცესის მიმართ.

დღევანდელი ანგარიში ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ არჩევნებამდე და მას შემდეგაც საჩივრები სათანადოდ არ იქნა განხილული. ამიტომ ორგანიზაციის რეკომენდაციაა ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები იქნეს გამოყენებული, რაც საზოგადოების ნდობას გაზრდის.

ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ დემონსტრაციები ძალისმიერად იქნენ დაშლილნი, რასაც უამრავი ადამიანის დაკავება მოჰყვა. ორგანიზაცია ხელისუფლებას ახსენებს საკუთარ ვალდებულებებს, რაც აღებულია შეკრების თავისუფლების მიმართულებით.

ორგანიზაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების ცნობას მისი მანდატი არ ითვალისწინებს და მისი ფუნქციაა უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები