მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დარღვევებია ონლაინ ვაჭრობაში? - კონკურენციის სააგენტოს კვლევის შედეგები

BM.GE
14.02.23 12:01
357
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით კონკურენციის სააგენტოში შექმნილი დეპარტამენტი მოკვლევის სამი თვის შედეგებს აქვეყნებს. სტატისტიკიდან ირკვევა,რომ საქართველოში ყველაზე ხშირად მოქალაქეთა უფლებები ონლაინ ვაჭრობის პროცესში ირღვევა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ 125 განაცხადია შესული. საქმის შესწავლა 75 ქეისზე დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 16 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება. დადასტურდა 5 დარღვევის ფაქტი და ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურებულა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, სხვადასხვა სახის დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართონ და ამ ფორმით ელექტრონული კომერციის სექტორში პრობლემების მოგვარებას ხელი შეუწყონ.

სტუმარი: მარიამ შაიშმელაშვილი - "კონკურენციის სააგენტოს" მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები