"რა დასამალია, რომ რეგიონებში ვაქცინაციის მიმართ კვლავ ფრთხილი დამოკიდებლებაა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში დაწყებულია ფართომასშტაბიანი პიარკამპანია, რათა მოსახლეობა ვაქცინაციის აუცილებლობაში დარწმუნდეს.
„რა დასამალია და ჯერ კიდევ არსებობს რეგიონებში ფრთხილი დამოკიდებულება ვაქცინაციის და ზოგადად, პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ერთად გადავლახავთ ამას. ვაქცინები საკმარისია; განვიხილავთ საწარმოებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუკი ამის მოთხოვნა იქნება, უბრალოდ ისევ და ისევ უნდა იყოს გაგება და თვითშეგნება საზოგადოებაში. ეს არის ნებაყოფლობითი აქტი და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




























