მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა დავალებები მიიღო პრემიერისგან ეკონომიკის ახალმა მინისტრმა?

5cbad1a348bf1
სალომე მეცხვარიშვილი
19.04.19 16:08
848
ეკონომიკის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იმ დავალებებზე ისაუბრა, რომელიც მან საქართველოს პრემიერმინისტრისგან მიიღო.

მისი თქმით, ძალიან კარგად იცის, რა გამოწვევების წინაშე დგანან და მთავარი გამოწვევა დღეს არის სიღარიბის დაძლევა.

„გვაქვს საკმაოდ დინამიკური ეკონომიკური ზრდა, გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი საერთაშორისო ფინანსური რეიტინგების თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი პროგრესი რეგიონში ეკონომიკური ინტეგრირების თვალსაზრისით. მთავარი, რაც გვრჩება გადასაწყვეტი და ამას გავაკეთებთ, ეს არის ამ ეკონომიკური ზრდის, ამ სიკეთის ტრანსილირება თითოეული ოჯახის სიკეთეში. ეკონომიკური ზრდის სიკეთს მიტანა თითოეული ოჯახისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. სწორედ ეს დავალება მივიღე პრემიერმინისტრისგან. ძალიან მოკლე ვადები და ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. ამოცანები დასახულია და მთავარია ამ სტრატეგიების ოპერატიული მართვა, ყველა ამოცანის დადგენილ დროში აღსრულება“,- აცხადებს მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები