იმ ისრაელელი მოქალაქეების რიცხვი, ვინც საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვით არის დაინტერესებული ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი გასულ წლებში მათი ინტერესი მხოლოდ ბათუმის ბაზარზე შეინიშნებოდა, 2024 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებლები ზრდას აჩვენებს თბილისის შემთხვევაშიც. შეიძლება ითქვას, რომ რუსი მიგრანტების გასვლის შემდეგ, მსხვილი დეველოპერების ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი, სწორედ ისრაელი იყო. ამ ფონზე საინტერესოა რა ეფექტი შეიძლება მოახდინოს ისრაელ-ირანის საომარმა მოქმედებებმა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და ხედავენ თუ არა ბაზრის მოთამაშეები ამ მხრივ მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში რისკებს.