მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეფექტს მოიტანს ამნისტია მიწის უკანონო რეგისტრაციისთვის?

მთავრობა უკანონოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს. ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია და მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებზე მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს. ამნისტია შეეხება პირს, ვინც მითვისებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს დაუბრუნებს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ღირებულებას გადაიხდის.

რამდენად რეალისტურია ამნისტიის კანონპროექტის ეფექტი და რა ტიპის სამართლებრივი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას?

სტუმარი: ოთარ კაჭკაჭაშვილი - იურიდიული კომპანია OK&CG დამფუძნებელი, ადვოკატი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები