Guns N' Roses 30 მაისს, საქართველოს კონცერტს სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს. როკ ბენდის კონცერტი შეკვეთილში, ციცინათელას პარკში 16 საათზე გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena აქვეყნებს.
Black Sea Arena-ს თანახმად, ბილეთის მინიმალური ღირებულება 280 ლარი იქნება, ამასთან იქნება 450 ლარიანი ბილეთები. ხოლო ბილეთის მაქსიმალური ფასი, 1000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული ბილეთების გაყიდვა 20 იანვარს, 11:00 საათზე პლატფორმა TKT.ge-ზე დაიწყება. ხოლო მათ, ვინც Starring Card-ს ფლობს, მათთვის ბილეთების გაყიდვა 18 იანვარს, 11 საათიდან დაიწყება და ორი დღით ადრე შეეძლებათ Pre Sale-ით, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერების მიზნით, კამპანია Starring Georgia 2023 წელს დააანონსა და წამოიწყო.
სახელმწიფო სუბსიდირებით დაგეგმილ კამპანია Starring Georgia-ზე 2 წლის განმავლობაში - 2023 – 2024 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო. მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გასულ წელს კონცერტებიდან სახელმწიფო 100 მლნ ლარზე მეტის შემოსავალს ელოდა.




























