მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება OneRepublic-ის ბილეთები? - Black Sea Arena საფასო კატეგორიებს აქვეყნებს

სს

OneRepublic-ის ბილეთების საფასო კატეგორიები გამოქვეყნდა. Black Sea Arena-ს ცნობით, ბილეთების ფასი 140 ლარიდან იწყება და 550 ლარამდე იზრდება.

ბილეთების გაყიდვა ხვალ, 29 მარტს 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. Black Sea Arena-ს ინფორმაციით, BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring ბილეთებს შეიძენთ, TKT.ge-ზე კი ნებისმიერ კატეგორიას.

Starring Georgia, TBC და VISA-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიიღეთ:

  • 20% ყველა კატეგორიის ბილეთზე TBC VISA ბარათით შეძენისას;
  • 30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე TBC Youth ბარათით შეძენისას;
  • 30% VIP კატეგორიის ბილეთებზე TBC Concept ბარათით შეძენისას;
  • 15% ყველა კატეგორიის ბილეთზე TBC განაწილებით შეძენისას;

ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში.

ცნობისთვის, კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს ტერიტორიაზე შემდეგ თარიღებში გაიმართება:

10 მაისი - OneRepublic, Black Sea Arena

31 მაისი - Scorpions, Black Sea Arena

18 აგვისტო - Jungle, BSA Front Stage

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia-ს მეორე წელია აგრძელებს. 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგავარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: „Bruno Mars“, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.