მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება წელს პრემიუმ ხარისხის თხილი? - ასოციაციის მოლოდინები

თხილი

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუა ამბობს, რომ მოლოდინები პოზიტიურია და სავარაუდოა, რომ წელს მაღალი ხარისხის თხილის ფასი 8-9 ლარი იქნება.

როგორც გიორგი თოდუამ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, ხარისხიანი მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია, ფერმერებმა საჭირო ზომები მიიღონ ფაროსანასთან საბრძოლველად, რომელიც კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სექტორისთვის.

„გასულ წელს პროგნოზი 6-7 ლარი გვქონდა, რომელიც გამართლდა. ფერმერების ნაწილმა 8 ლარადაც მოახერხა რეალიზაცია და უფრო მეტ ფასშიც, თუმცა ეს იყო ახალი წლის შემდეგ. აგვისტოში ვერ აღწევს ხოლმე იმ ნიშნულს, რომელიც მისაღები ფერმერებისთვის. წელს მოსალოდნელია, რომ კარგი ხარისხის თხილი 8-9 ლარიც ღირდეს მიმდინარე სეზონზე და ბუნებრივია, ეს მისასალმებელია. რამდენიმე წამლობა უკვე დასრულდა. ფაქტობრივად დარჩა ივნისი-ივლისი და აუცილებელია იაქტიურონ ფერმერებმა, რომ მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი. კვლავაც გამოწვევად რჩება ფაროსანა და ეს ორი თვე უნდა გამოვიყენოთ, რომ 3-4 წამლობა მაინც განვახორციელოთ, ვებრძოლოთ ფაროსანას და სხვა დაავადებებსაც. ასევე აუცილებელია შემდეგ, რომ მოსავალი სწრაფად ავიღოთ, გავაშროთ, დავასაწყობოთ და ბუნებრივია, შემდეგ უკვე ფერმერმა უნდა გადაწყვიტოს დროის რა პერიოდში მოახერხებს რეალიზებას“, - ამბობს გიორგი თოდუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები