ამის შესახებ BM.GE-ს aicar-ის დირექტორმა გიორგი ხუროძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, პროექტი სატესტო რეჟიმში მუშაობს და დადებითი გამოხმაურება აქვს.
aicar-ის დირექტორი ამბობს, რომ ჯამში თბილისში, 3000-მდე ელექტრო ავტომობილი იქნება ჩართული პროგრამაში.
BM.Ge-ის ინფორმაციით, თანხის გადახდა სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ბარათით იქნება შესაძლებელი და ის როგორც კილომეტრების, ასევე დროის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. 1 კმ - 45 თეთრი, 1 წუთი კი - 8 თეთრი ეღირება და ფასის დათვლის დროს გამოანგარიშება ორივე კომპონენტის მიხედვით მოხდება.