მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ის ბილეთი?

60e4b2b624720
მარიამ ადამია
06.07.21 23:41
589
როგორც Eurowings-ის ავიამიმართულებისა და აეროპორტებთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი, ივან ორეკი, BMG-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მოლოდინები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია და ამის თქმის საფუძველს ქვეყანაში გაყიდული ბილეთების რაოდენობა აძლევთ, რომელიც წინასწარი ვარაუდით, მზარდი იქნება.

“ჩვენ ჯერ პირველი ნაბიჯი გადავდგით და შემოვედით ბაზარზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამიტომ დაკვირვების რეჟიმში ვართ, როგორი იქნება მოთხოვნა, რამდენად მზარდი გახდება სტატისტიკა. ჯერჯერობით რაც გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ Eurowings-ი ზაფხულის დასრულების შემდეგ, ანუ ზამთრის სეზონზეც გააგრძელებს ოპერირებას საქართველოში, თუმცა ჯერ ფოკუსირებულები ვართ მაინც დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაზე, დანარჩენი კი უკვე მოთხოვნის შესაბამისად დაემატება და გაიზრდება, აეროპორტებიც და მიმართულებებიც,”- აღნიშნა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

ივან ორეკის თქმით, ბილეთის ღირებულება 99,9 ევროდან იწყება და გულისხმობს ერთ მიმართულებას, თუმცა მოქმედებს ფასდაკლებებიც, ამიტომთბილისსა და დიუსელდორფს შორის ბიუჯეტურად ფრენა სრულებით შესაძლებელია.

“მთავარი უპირატესობა ხარისხი და კომფორტია. მგზავრმა ზუსტად იცის რაში იხდის ფულს და გვენდობა. გარდა ამისა, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მთავარ აეროპორტებს და ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს ევროპაში. მორგებული ვართ სრულად მგზავრზე და კარგი სინთეზია მაღალი ხარისხის და ბიუჯეტური ფასი", - აღნიშნა ივან ორეკმა.

შეგახსენებთ, გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები