მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება კასპის "ჰოლივუდ სითიში“ უძრავი ქონება?

629496ca21696
მარიამ იზორია
05.06.22 21:40
2014
კასპში საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. საუბარია „ჰოლივუდ სითიზე“, რომელსაც საინვესტიციო დეველოპერული კომპანია „სვიფ ლენდ გრუპი“ აშენებს. კომპლექსი კომერციულ ფართებს, სასტუმროს, საცხოვრებლ ვილებს, გასართობ და სპორტულ სივცრეებს და კინოს შემსწავლელ ცენტრს გააერთიანებს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბრენდინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ელბაქიძე bm.ge-სთან „ჰოლივუდ სითიში“ უძრავი ქონების ფასებზე საუბრობს. მისი თქმით, ახალ ტურისტულ ზონაში ქონების შეძენით უკვე ბევრი ადამიანი ინტერესდება.

„თბილისიდან 45 წუთში „ჰოლივუდ სითიში“ ხვდები. ინტერესი ძალიან მაღალია; უკვე ბევრი ადამიანი გვწერს და პროექტის შესახებ ინფორმაციას იღებს. რაც შეეხება ფასებს, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ვილის ფართი, დაახლოებით, 208 კვ/მ-დან 265 კვ/მდეა კვადრატულის ფასი, საშუალოდ, $1000-დან დაიწყება. ფასში საცურაო აუზი და პარკინგი შედის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებთან კომუნიკაცია გვაქვს დაწყებული და მალე ჩვენს მომხმარებელს განვადებასაც შევთავაზებთ. კასპში ახალი ტურისტული ზონა იქმნება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს იმ შესაძლებლობებით, რასაც პროექტი მოგვცემს“, - ამბობს ირმა ელბაქიძე.

ინფორმაციისთვის: ამ ეტაპზე პროექტის სამშენებლო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს და 8 ვილის საძირკველი უკვე ჩასხმულია. ამასთან, სამშენებლო პროცესი ეტაპებად არის დაყოფილი; პირველი ეტაპი 2022 წლის დეკემბერში დამთავრდება, ხოლო სრულ სახეს პროექტი 2024 წლის პირველ ნახევარში მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები