მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა “ეკო სესხებს” სთავაზობს საწარმოებს “პროკრედიტი”?

620e39164e690
სალომე ჭიპაშვილი
20.02.22 10:17
754
მწვანე ეკონომიკის დაფინანსების (GEFF) ფარგლებში, „პროკრედიტ ბანკი“ იმ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ინვესტიციის განხორციელებას ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და გარემოსადმი მეგობრული მიმართულებით გეგმავენ, დაფინანსებას სთავაზობს.

“GEFF-ის დაფინანსების ფარგლებში, საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ნებისმიერი თანამედროვე ტექნოლოგია ან განახორციელონ მრავალკომპონენტიანი „მწვანე“ პროექტები და ფინანსურ რესურსთან ერთად GEFF-ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებისგან მიიღებენ პროფესიონალურ კონსულტაციებს. კლიენტებს ვუხსნით „ეკო სესხმა“ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ, რა ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.“ - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „პროკრედიტ ბანკის“ ეკო ქვეგანყოფილების უფროსმა, ალექსანდრე ჯაშიაშვილმა.

მისივე თქმით, წინა წლებში საკმაოდ პოპულარული იყო ენერგოეფექტური სესხები, უკვე 2021 წლიდან, როდესაც ელექტროენერგიის საფასური გაძვირდა, ასევე მზის პანელების ტექნოლოგიის ღირებულება გაიაფდა, განახლებადი ენერგიის სესხებზე მოთხოვნაც გაიზარდა.

„GEFF-ის გარდა, ჩვენ მომხმარებლებს სხვა ეკოსესხებსაც ვთავაზობთ, სადაც გვაქვს განსაკუთრებული პირობები, კარგი საპროცენტო განაკვეთი, ასევე შეგვიძლია სესხის ისე გაცემა, სადაც უზრუნველყოფაში მხოლოდ მზის პანელი იქნება ჩადებული", - აღნიშნა ალექსანდრე ჯაშიაშვილმა.

ცნობისთვის, „პროკრედიტ ბანკის“ სათავო ოფისი პირველი მწვანე ნაგებობაა საქართველოში, რომელზეც 100 კილოვატის სიმძლავრის მზის პანელებია განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები