მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს "მთავარ" საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის 10 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოდან ექსპორტმა და მათ შორის რეექსპორტმა წელს 5.46 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია. და ამ ამბით ყველამ ერთად გავიხარეთ, თქვენ წარმოიდგინეთ,ეკონომიკის თემებზე თვით პარლამენტარი მამუკა მდინარაძეც ალაპარაკდა. მისი და სხვების გასაგონად, ასეთი ამბავი მინდა ვთქვა, ასევე საქართველოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით რომ საქართველოს ექსპორტის მთავარი ბაზარი წლის ამ პერიოდში ყირგიზეთია, სადაც ოფიციალურად წელს 1.05 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიგზავნა. წლიურად ექსპორტის ზრდამ კი, 86%-ი შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ყირგიზეთთან ძირითადად ავტომობილებით ვაჭრობს, რომლის ექსპორტმაც 964 მილიონ დოლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემებით, ყირგიზეთი საქართველოს მთავარ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სხვა ეკონომიკური კავშირი ორ ქვეყანას შორის არც ისეთი დიდია. მაგალითად, 2024 წელს, 65%-ით არის შემცირებული ყირგიზეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები