მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ელის ქართულ ეკონომიკას?

BM.GE
12.07.22 12:43
319
ივნისის წლიური ინფლაცია 13.3-დან, 12.8%-მდე შემცირდა, თუმცა, მხოლოდ წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის გამო, რადგანაც წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ივნისში ფასები მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა. თიბისი კაპიტალის განახლებული ანგარიშით საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასების შემცირება და ლარის გამყარება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო თვეებში ყოველთვიური ინფლაცია უკვე დაბალი იქნება, რაც თიბისი კაპიტალის აზრით, წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის შედარებით მეტად შემცირებას გულისხმობს. წლიური ინფლაციის მხრივ, სამიზნესთან დაახლოების მოლოდინი მხოლოდ მომდევნო წელსაა რეალისტური. 

სტუმარი: ოთარ ნადარაია - "თიბისი"-ს მთავარი ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები