მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეტაპზეა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი?

ამბასადორი ჯგუფი 3 თვეში ნახევარკუნძულის 25 ჰა-ის ექსპლუატაციაში მისაღებად ემზადებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ნახევარკუნძულიდან ერთი ფაზური განვითარების კუთხით შემდგარი პროდუქტი იქნება. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ დირექტორი ბიზნესის კვირეულის ეთერში განმარტავს, რომ ბათუმში, 84 ჰა ტერიტორიაზე 2 ნახევარკუნძულის და კუნძულის განვითარება უნდა მოხდეს, რაზედაც შემდგომში ინფრასტრუქტურა განვითარდება. საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ პროექტთან დაკავშირებით ნებართვის აღებისა და სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან უნდა აითვალოს, თუმცა კომპანია ვალდებულებით ნაკისრ ვადებს ასწრებს და პროექტს ეტაპობრივად, საკუთარი მიდგომებით ავითარებს. “ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტის მიმდინარეობაზე საუბრისას გოჩა კამკია ამბობს, რომ კომპანია პროექტის დაგეგმილ ვადებს საგრძნობლად უსწრებს.

მესვეურები კუნძულის განვითარებასთან ერთად მომავალ მობინადრეებს ინოვაციური იდეების შეთავაზებით სიმბოლური პასპორტების გაცემას განიხილავენ. უძრავი ქონების მსურველებზე კომპანია სიმბოლური პასპორტების გაცემის იდეასაც ამუშავებს. პროექტით დაინტერესებული პირებისა და ინვესტორებისთვის “ამბასადორი აილენდ ბათუმის” ინვესტორმა კომპანიამ ბათუმში მომსახურების ცენტრი უკვე გახსნა, რომელიც პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ნახევარკუნძულზე გადავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები