სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის გენგეგმის მომზადებისთვის ხელშეკრულების ღირებულების 50% – 1, 200 ათასს ლარზე მეტია გადახდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოების ნახევარზე მეტი შესრულებული უნდა იყოს, თუმცა ადგილობრივი მერია ბათუმის გენგეგმის მომზადების ეტაპებზე განახლებულ ინფორმაციას არ აქვეყნებს. თავად გენგეგმის მომზადებისთვის გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 2021 წლის ივლისში გაიმარჯვა. პირველადი გეგმის მიხედვით ქალაქს განაშენიანების გეგმა 1,5 წელში უნდა ჰქონოდა. მიმდინარე წლის მაისში „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ იმ დროისთვის მხოლოდ ხედვის ნაწილზე იყო სამუშაოები დასრულებული, ზაფხულის განმავლობაში იგეგმებოდა განხილვები და გადასვლა კონცეფციის შექმნაზე.
სტუმარი: ანდრო ქორთუა -“სითი ინსტუტუტის” წარმომადგენელი, ბათუმის გენგეგმის კოორდინატორი;