“თავად ენგურჰესი არაა ჩართული ამ პროცესში. ამჟამად ტენდერი მიმდინარეობს და გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. პროექტი უკვე შემდგარია, ახლა ირკვევა რომელმა კომპანიამ უნდა განახორციელოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. რადგან ენერგეტიკით ვართ დაკავებულები, ტურისტული სივრცის შექმნისთვის ახალი კომპანია შეიქმნა „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდის დაქვემბდებარებაშია და უშუალოდ ამ პროექტის განხორციელებას უდგას სათავეში“,- აცხადებს კილასონია.
შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა. ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებდა, რომ 2 თვეში მზად უნდა ყოფილიყო ეკონომიკური კვლევის დოკუმენტიც, რომელიც პროექტის რენტაბელურობას განსაზღვრავდა.

























