ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის ცვლილებების კანონპროექტზე ამ დრომდე მუშაობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პროექტი, რომლის ინიცირებაც ჯერ კიდევ პარლამენტის გასულ საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა, სავარაუდოდ მზად, 2-3 თვეში იქნება. გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ანალიზი მიმდინარეობს, თუ რა გავლენა ექნება რეფორმას მუნიციპალიტეტების შემოსავლებზე. საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ რეფორმა დასაჩქარებელია, განსაკუთრებით ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ნაწილში.