მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა გოდერძიზე ბაზრობის, ავტოსადგურისა და პარკინგის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო?

ავტოსადგომი გოდერძი

გოდერძიზე ავტოსადგომისა და პარკინგის მოწყობის სამუშაოები აგვისტოში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძიზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას გაეცნო და „გოდერძი რეზორტის“ დირექტორთან, ფრიდონ პაპიძესთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

"მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტის ფარგლებში კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას, რაც საგამოფენო სივრცის, ღია და დახურული ტიპის ავტოსადგომების, თოვლის სატკეპნი ტექნიკისთვის განკუთვნილი ანგარისა და 80 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია საგამოფენო ბაზრისთვის საჭირო ნაგებობები, სადაც აფთიაქი, მარკეტი, სწრაფი კვებისა და თხილამურების გაქირავების ობიექტები განთავსდება. პარალელურად მიმდინარეობს ავტოსადგომისა და საპარკინგე სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება", - წერია პრესრელიზში.

ცნობისთვის, სამუშაოებს გოდერძიზე შპს "ოლიმპი2012" ასრულებს. 2023 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად სწორედ ეს კომპანია გამოვლინდა, რომელსაც სამუშაოები ხელშეკრულების თავდაპირველი ჩანაწერის მიხედვით 2025 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადამ 2026 წლის 31 აგვისტომდე გადაიწია. სამუშაოების ღირებულება 6 875 985 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები