პარლამენტმა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა და ახლა ეროვნული ბანკი კანონის იმპლემენტაციის მიზნით, შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოსაცემად ემზადება. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები - ფასიანი ქაღალდების ემისიის თანამედროვე ფორმაა და ის ანგარიშზე ჩანაწერის სახით არსებობს. მათი ემისია ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში ხორციელდება და მათზე საკუთრება და მესაკუთრის ცვლილება ასევე ანგარიშის ამონაწერით დასტურდება. რას ცვლის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო და რა ეტაპზეა კაპიტალის ბაზრის განვითარება?
სტუმარი: დავით აბესაძე - ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;