მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეტაპზეა კახეთის აეროპორტის პროექტი?

5b0d54e1b7a74
მაია ბიწაძე
29.05.18 17:33
1002
წნორსა და თელავს შორის აეროპორტი ამოქმედდება, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა.

“მოსამზადებელი სამუშაოები დასრულების სტადიაშია. ვიდრე პროექტირებაზე გადავალთ მოსაგვარებელია სანებართვო თემები, მათ შორის ,,ტავ ჯორჯიასთან“. ვიდრე სამართლებლივი საკითხები არ მოგვარდება, დაპროექტებას ვერ დავიწყებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ აეროპორტი კახეთში იქნება რეალურად ხელმისაწვდომი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის მიმართულების განვითარებას.

პროექტის განხორციელებისას ფინანსირების ნაწილში ინვესტორი მაქსიმალურად იქნება ჩართული, სახელმწიფოს თანხები უნდა იყოს მინიმალური”, - განაცხადა გუბერნატორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები