მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა "ლისი ახალი ეზოს" მშენებლობის პროექტი? - კომპანიის გეგმები

ახალი ეზო
25.10.24 19:52
246

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია "ლისი ახალი ეზო" ახალ საცხოვრებელ კომპლექსს ქმნის, რომელიც დედაქალაქის ცენტრიდან დაშორებით, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში ვითარდება - პროექტის კონცეფციის, უპირატესობებისა და დასრულების ვადების შესახებ BMGTV-ის ეთერში "ლისი ახალი ეზოს" წარმომადგენლებმა, სანდრო შეწირულმა და თამთა პარკინაშვილმა ისაუბრეს.

კომპანიის დირექტორის, სანდრო შეწირულის თქმით, "ლისი ახალი ეზოს" კომპლექსს სხვა დეველოპერული პროექტებისგან რეკრეაციული განაშენიანება გამოარჩევს, რაც მობინადრეებს თბილისის ცენტრის ქაოსისგან განტვირთვის საშუალებას აძლევთ.

"ჩვენს პროექტში მთავარი აქცენტი, განსხვავებით თბილისში არსებული სხვა პროექტებისგან, პირველ რიგში, რეკრეაციაზეა. გვაქვს სივრცე, სადაც ჩვენს მობინადრეებს შეეძლებათ, განიტვირთონ თბილისის ქაოსისგან, საცობებისგან და სხვა პრობლემებისგან. როდესაც პროექტს ვქმნიდით, გვინდოდა აგვერჩია სივრცე, რომელსაც ეს უპირატესობები ექნებოდა.

ამასთან, პროექტის ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოება ყველა სახის, მშენებლობის დროს და მისი დასრულების შემდეგაც. მოწყობილი იქნება უსაფრთხოების სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, რათა ყველა მოსახლემ თავი დაცულად იგრძნოს. გარდა ამისა, გზაც კი, რომელიც თავად გავგვყავს და, ფაქტობრივად, ახალ უბანს ვქმნით, მაქსიმალურად უსაფრთხოა", - განმარტა სანდრო შეწირულმა.

კომპანიის დირექტორის განმარტებით, "ლისი ახალი ეზოს" მონოლითური სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად საფასადე, ასევე შიდა ტიხრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს: "ეს ყველაფერი რომ დასრულდება, გადავალთ ეზოს მოწესრიგებაზე, რომელიც არის მაქსიმალურად დიდი და ჩვენთვის განკუთვნილი სივრციდან მაქსიმალურად ათვისებული".

პროექტი სამი, დაბალსართულიანი ბლოკისგან შედგება. საცხოვრებელ ფართთან ერთად, პროექტში გათვალისწინებულია კომერციული სივრცეები, გამწვანება, სარბენი და ველობილიკები, საბავშვო მოედნები და სტადიონები.

როგორც "ლისი ახალი ეზოს" გაყიდვების დირექტორი, თათია პარკინაშვილი აღნიშნავს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების მსურველთა რაოდენობა მზარდია, რის გამოც კომპანია მომავალ მობინადრეებს გადახდის მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს.

"იქიდან გამომდინარე, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება დღეს ფუფუნებაა, ჩვენთან ბინის შეძენის მსურველი ძალიან ბევრია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებელს ისეთი გადახდის პირობები შევთავაზოთ, რომ გავუმარტივოთ შეძენა და საჭირო პროცედურები. გვაქვს შიდა განვადების სისტემა, რომელიც ისეა განაწილებული, რომ ბანკებში მარტივად გადასვლის საშუალებას იძლევა. ასევე გვაქვს შიდა უპროცენტო განვადებაც, მშენებლობის დასრულებამდე", - აღნიშნა პარკინაშვილმა.

"ლისი ახალი ეზოს" სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღად 2025 წლის მარტია გათვალისწინებული. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ გეგმას ზუსტად მიყვებიან და არავითარ შეფერხებას, ჯერჯერობით, ადგილი არ ჰქონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები