მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები?

ოზურგეთი
06.09.24 11:56
807

ქალაქ ოზურგეთში, ერთ-ერთი ცენტრალური, კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, ოზურგეთში რეკონსტრუქცია უტარდება 1500 მ სიგრძის სავალ ნაწილს, სადაც ეწყობა ახალი ასფალტბეტონის საფარი, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ველობილიკები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. იცვლება გარე განათება, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება წყალარინების სისტემას, ქუჩის ელექტრო მომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელს.

კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

„ძალიან დიდი საინჟინრო სამუშაოები ჩატარდა სანიაღვრეების, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციების განახლების მიმართულებით. მთლიანად მიწის ქვეშ მოექცა შესაბამისი საინჟინრო ქსელები. მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების - პარკების სრული რეაბილიტაცია, სადაც რეკრეაციული ფუნქციის გარდა, გაჩნდა დასასვენებელი და გასართობი სივრცეები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, მოეწყო კაფე და სხვა ტიპის საინტერესო ინფრასტრუქტურა. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც როგორც კერძო სექტორი, ისე მოსახლეობა თვისობრივად ახალ მომსახურებებს მიიღებს,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

გარდა ამისა, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ოზურგეთში უკვე დასრულდა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის (დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების) განახლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სხვადასხვა დანიშნულების შენობას, განახლდა გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედანი, განთავსდა მოსასვენებელი სკამები.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკსა და მიმდებარე შენობებს, სადაც მოეწყო საფეხმავლო ბოლიკები, გარეგანათებები, რეკრეაციული და საბავშვო გასართობი სივრცეები.

ურბანული განახლების პროექტების განხორციელების შედეგად, შეიცვალა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ურბანული იერსახე, შეიქმნა ახალი მიზიდულობის სივრცეები, როგორც ქალაქის მოსახლეობისათვის, ისე მისი სტუმრებისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები