20 წელზე მეტია, გაეროს გლობალური შეთანხმება მდგრადი კომპანიებისა და დაინტერესებული მხარეების გლობალური მოძრაობის სათავეშია. მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების შუალედურ წერტილთან მიახლოებასთან ერთად, გზავნილი მკაფიო გახდა: ხელისუფლებები და ბიზნესი პროგრესს აღწევენ, თუმცა, არა სასურველი ტემპით და მასშტაბით. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულმა კრიზისმა, გლობალურმა პანდემიამ, გაუარესებულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა უთანასწორობამ, უკონტროლო კორუფციამ და უკრაინაში ომის გამანადგურებელმა შედეგებმა უპრეცედენტო რღვევა და გლობალური ტრანსფორმაცია გამოიწვია.