მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა "რადიოქალაქის" პროექტი?

BM.GE
28.07.22 14:19
535
მუხიანში მდებარე „რადიოქალაქი“ 2020 წლის 11 სექტემბერს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე "აჭარა ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ "ინდუსტრიული ქალაქმა" 23 მლნ ლარად შეიძინა. პირობების მიხედვით კომპანიას ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი უნდა განეხორციელებინა. როგორც მაშინ კომპანიაში განმარტავდნენ 10 მლნ უკვე დახარჯეს, პროექტის განვითარებასთან ერთად კი სამომავლოდ "აჭარა ჯგუფს" "რადიოქალაქში" ამდენივე მოცულობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. პროექტის განხორციელება 2021 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა არსებული გეგმები მაშინ პანდემიის გამო დაკორექტირდა. სეიცვალა როგორც ვადები, ისე პროექტის მიმართულება, თუმცა მტავარი პირობა უცვლელი დარჩა. 

რადიოქალაქში წარმოდგენილი უნდა იყოს შემოქმედებითი, საგამოფენო, კულტურული და გასართობი სივრცეები, რომელიც მოიზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე შესაძლებლობას გააჩენს უმასპინძლოს საერთაშორისო კონცერტებს, გამოფენებსა და კონფერენციებს. 

ბოლო ინფორმაციით, პროექტის აქტიური სარემონტო სამუსაოები 2022 წლის პირველ კვარტალში უნდა დაწყებულიყო. რა გაკეთდა მიმდინარე წლის 6 თვის თავზე? 

სტუმარი: ოთარ ბერიშვილი - "აჭარა ჯგუფის" განვითარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები