მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე დაზიანებული ხიდის მოკვლევის პროცესი? - განმარტება

გრიგოლეთი

მიმდინარე წლის 22 თებერვალს სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა: ხიდს მე-8 ბურჯი გამოეცალა, რამაც ორი მალის ჩამოშლა გამოიწვია. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს ექსპერტიზა.

დეპუტატების კითხვაზე - რატომ გახანგრძლივდა ხიდზე კვლევითი სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე პასუხობს და ამბობს, რომ ადგილზე დამოუკიდებელ ექსპერტიზა ახლაც მიმდინარეობს და მის ხანგრძლივობას სამხარაულის ბიურო განსაზღვრავს.

“სამტრედია-გრიგოლეთის 51 კმ-იანი მონაკვეთი 4 ლოტისგან შედგება. II და IV ლოტები გახსნილია, III ლოტზე გამოცხადდა ახალი ტენდერი, ახალი კონტრაქტორი გამოვლენილია და დღეს მიმდინარეობს იქ სამუშაოები. რაც შეეხება I მონაკვეთს, აქ ორი შეწყვეტილი ხელშეკრულება გვქონდა. მშენებარე ხიდზე, რომელზეც დაზიანდა მერვე ბურჯი, რამაც ორი მალის ჩამოშლა გამოიწვია, ექსპერტიზაში სამხარაულის ბიურო ჩაერთო და აწარმოებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას”, - ამბობს ქარსელაძე და დასძენს, რომ მოკვლევის სამუშაოები, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, კომპლექსურია.

“დამოუკიდებელ ექსპერტიზას ატარებს სამხარაულის ბიურო და ისინი თავად წყვეტენ, რამდენი ხანი სჭირდებათ ამა თუ იმ შემოწმებაზე. ამასთან, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს პასუხისმგებელ პირებს და მომხდარს შესაბამის სამართლებრივ შეფასებასაც მისცემს”, - ამბობს მინისტრი.

ირაკლი ქარსელაძის ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე 4 ლოტის მოსაწყობად 902 მილიონი ლარი იხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები