მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეტაპზეა სებ-ის ახალი სათავო ოფისის პროექტი? - თურნავას პასუხი

ნათია თურნავა სებ-ის ტრიბუნასთან

სებ-ის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ამჟამად სებ-ის მომავალი სათავო ოფისისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე შენობის ექსპერტიზა მიმდინარეობს, რის შემდეგაც პროექტირებაა დაგეგმილი. მან ამის შესახებ სებ-ის ახალი სათავო ოფისის პროექტზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მთავრობისგან შევიძინეთ ეს მიწის ნაკვეთი თავისი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობით. მიმდინარეობს შენობის ექსპერტიზა და როდესაც დასრულდება, გადავალთ პროექტირების ეტაპზე.

5 წლიანი საინვესტიციო პირობით გვაქვს აღებული პრივატიზაციის პროცესში და ვფიქრობთ, ამ ვადაში ჩავეტევით",- განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობამ ეროვნულ ბანკს 28.6 მლნ ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გულიას სამ ნომერში მდებარე მიწა და მშენებარე შენობა-ნაგებობა მიჰყიდა. ეს შენობა და მიწის ნაკვეთი თავდაპირველად ბიზნეს სახლის პროექტისთვის განიხილებოდა, შემდეგ კი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე ეკონომიკის სამინისტროს ახალი ოფისი უნდა აშენებულიყო. მომზადდა პროექტიც, რაშიც კონტრაქტორ კომპანია შპს "მიდამოს" ქონების მართვის სააგენტომ 1.7 მლნ ლარი გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები