სურსათის ბანკში ჩართვის ინტერესი ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე მოქმედმა რამდენიმე სუპერმარკეტმა უკვე გამოთქვა. საუბარია, „გუდვილზე“, „აგროჰაბზე“, „სპარზე“ „კარფურსა“ და „გვირილაზე.“ რითეილ სექტორის გარდა პროექტში ჩართვისთვის მუშაობა მიმდინარეობს დისტრიბუტორებთანაც.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი იქმნება. აღნიშნული ბანკი პროექტის „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ჭარბი სურსათის გადანაწილებას ითვალისწინებს. პირველი საპილოტე პროგრამა კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება. სურსათის ბანკის ცენტრალური საწყობი თბილისში მოეწყობა, საიდანაც პროდუქტი შემდეგ წყალტუბოში გადანაწილდება. რაც შეეხება ვადებს, კანონქვემდებარე აქტები 2025 წლის იანვარში სრულად შემუშავდება და 2025 წლის დასაწყისიდან პროექტი ძალაში შევა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ პრებს კი სურსათს 2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის მაისამდე მიაწოდებენ. რა ეტაპზეა სურსათის ბანკის შექმნის პროცესი?
სტუმარი: ჯუბა მარუაშვილი - „FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსი;