მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა თბილისი-თიანეთის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია?

თბილისი-თიანეთი
BM. GE
26.09.23 14:39
44

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

"პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია უტარდება 3 ხიდს. მოეწყობა საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის  გასაჩერებელი მოედნის მოწყობა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი თბილისში იწყება და გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიას ტერიტორიებს.

თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება მეტად კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება.  სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები