მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტი? - მინისტრის პასუხი

637b81c90f20c
ინგა მურუსიძე
21.11.22 18:01
1013
„წლევანდელი ზამთარი შარშანდელზე უკეთესი იქნება და მომავალ წელს ამ პროექტს დავასრულებთ“, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ bm.ge-ს კითხვას იმის შესახებ, თუ როდის დასრულდება ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მინისტრი ამბობს, რომ საფარი წელს სრულად დასრულდება. ირაკლი ქარსელაძე განმარტავს:

„რეალურად, საფარის დაგება უკვე დაწყებულია. კერძოდ, ზარზმის მხრიდან 4 კილომეტრზე მეტი უკვე მოწყობილია და სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება ხულოს მხრიდან გზას, მომდევნო კვირაში აქაც დაიგება დაახლოებით რამდენიმეკილომეტრიანი საფარი, ჯამში საუბარია 7-8 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც გეგმაზომიერად ხორციელდება. ვმუშაობთ როგორც გზის განვითარების მიმართულებით, ასევე დამუშავებულია მეწყრული მონაკვეთების პროექტები, ზოგიერთი კვლავ მუშავდება, რადგან მოცულობა დიდია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წელს გვექნება საფარი დაგებული, თუმცა პროექტი 2023 წელს დასრულდება, მინიმუმ იმ მეწყრული მონაკვეთების გამოკლებით, რომელიც უხვად არის“.

ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი, რომელიც ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება, ორ მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 42-კილომეტრიან გზას უტარდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში, დაიგება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. სამუშაოების ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მოსალოდნელია რომ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები