საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში განცხადება, სადაც მან დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს.
20-გვერდიან მიმართვაში მამუკა ბახტაძემ მისი საქმიანობა შეაფასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
“საქართველო იმყოფება გლობალურ კონკურენციაში, შესაბამისად ბიზნესგარემოს გაუმჯობესება არის მუდმივი ჩვენ შევძელით და განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ინიციატივები ამ მიმართულებით.
• დღგ-ის დაბრუნების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, 2018-2019 წლებში 1 მლრდ ლარზე მეტს დაიბრუნებს ბიზნესი;
• საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის რეგიონული ოფისის გახსნის ინიცირება;
• მედიაციის ინსტიტუტის შემოღება;
• კანონპროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ;
• გადახდისუუნარობის ახალი და ბიზნესისათვის ლიბერალური კანონი;
• ევრორეგულაციებთან ჰარმონიზებული ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები;
• მაქსიმალური აქცენტის გაკეთება მაღალტექნოლოგიური და საექსპორტო პოტენციალის მქონე ინვესტიციების მოზიდვაზე (მზის პანელების მაღალტექნოლოგიური საწარმო; ელექტრომანქანების წარმოება საქართველოში);
• ახალგაზრდული ეკონომიკის მაქსიმალური სტიმულირება, სტარტაპებისა და ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის წახალისების გზით.
შემდგომმა რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველო 2022 წლისთვის მსოფლიოს ყველა წამყვანი საერთაშორისო რეიტინგების ხუთეულში იყოს”,- წერს ბახტაძე.

























