მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გააკეთა თბილისის მერიამ გასულ სამ თვეში - მერის ანგარიში

5ad59644111ac
მეგი კავთუაშვილი
17.04.18 10:36
708
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას წლის პირველი კვარტლის ანგარიში ჩააბარა.

"როგორც კაპიტალურად ისე ფრაგმენტულად კეთილმოეწყო გზები 169 მისამართზე, მოეწყო და რეაბილიტირდა 25 სკვერი. სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისამართზე. სანიაღვრე და წყალარინების ქსელი მოეწყო და რეაბილიტაცია მოხდა 44 მისამართზე, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გამოეყო 37 600 ბენეფიციარს. მე მესმის რომ უამრავი პრობლემაა მაგრამ მგონია და დარწმუნებული ვარ იმაში რომ ერთიანი ძალისხმევით და მოსახლეობის ჩართულობით ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია", - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები