მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გადის საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე - სასაქონლო ჯგუფების ხუთეული

5c04d0e9aa666
თელარა გელანტია
03.12.18 10:44
1565
2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან აშშ-ში 140 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა.

აშშ-ში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ხუთეულშია: ფეროშენადნობები ($125,9 მლნ), სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი ($6.1 მლნ), ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) ($1.7 მლნ), ხილისა და ბოსტნეულის წვენები ($1.2 მლნ) და მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან ($1.1 მლნ);

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში აშშ-ში $1 მლნ-ის ღირებულების მტკნარი წყლის ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-ოქტომბერში აშშ-დან საქართველოში იმპორტმა $301 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც $233.9 მლნ დოლარი აშშ-დან მსუბუქი ავტომობილების ჩამოსაყვანად გავიდა.
საიმპორტო საქონლის ხუთეულშია ასევე: გემები სხვა, გარდა ნიჩბებიანი კანჯოებისა ($6.2 მლნ), თხილი და სხვა კაკალი ($2.9 მლნ), ხორცი და კვების სუბპროდუქტები ($2.7 მლნ) და ეთილის სპირტი ($2.5 მლნ).

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები