მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაძლევთ იმის ნიშანს, რომ თანამდებობისთვის შესაფერისი ხართ? - ყოფილი ბანკირი ნანა ყეინიშვილს მიმართავს

ნიკოლოზ შურღაია

გადაცემა “წერტილის” ეთერში "პაშა ბანკის" ყოფილმა CEO-მ ნიკოლოზ შურღაიამ საქართველოს ეკონომიკაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არსებულ ვითარებაში მაქსიმალურად პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა.

როგორც ყოფილი ბანკირი აღნიშნავს, მას სებ-ში ასეთი რთული ვითარება არ ახსოვს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ბრძანებამ კომერციული ბანკები გარკვეულწილად დილემის წინაშე დააყენა, თუმცა ბანკებისთვის უმთავრესი საკუთარი მომხმარებლის და აქციონერების წინაშე აღებული ვალდებულებების დაცვას წარმოადგენს. შურღაიამ მიმართა სებ-ის საბჭოს ახალ წევრ ნანა ყეინიშვილსაც და მას ეთერიდან ჰკითხა, თუ რა აძლევს მას იმის თქმის საშუალებას, რომ სებ-ის საბჭოს წევრის საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავოს.

შემდეგ საბჭოში შემოვიდა ორი ახალი წევრი, მათგან ერთს ნანა ყეინიშვილი, როგორ მოხვდა იქ ღმერთო… მომიტევეთ ემოციებისთვის. თუმცა, ვერ ამოვიკითხე, ვერ გავიგე. მას ხმა მისცეს და 80-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. მე ვერ ამოვიკითხე მის ბიოგრაფიაში ის მონაცემები, რაც დამარწმუნებდა, რომ ის საბჭოს კარგი წევრი იქნება. შეიძლება ვცდები და ბიოგრაფია საკმარისი არაა. მინდა თქვენი ეკრანიდან ვკითხო - ქალბატონო ნანა, მე და თქვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ეს თანამდებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის არის მნიშვნელოვანი როგორც მოქალაქისთვის. ვიცი, რომ კარგ მმართველობას დიდი ფუნქცია და საჭიროება აქვს, ცუდ მმართველობას კი ცუდი შედეგები მოჰყვება. თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ისტორია გიყურებთ, ბევრი მსჯელობა იქნება და კითხვები დაისმება. ამ როლზე როდესაც თანხმდებით და მოდიხართ, რა გაძლევთ იმის პირობას, ან ნიშანს, რომ ან თანამდებობისთვის ხართ შესაფერისი, ან ამ საქმეს კარგად გააკეთებთ?

მე გულწრფელად გისურვებთ, საბჭოს ყველა წევრს ვუსურვებ, რომ ღირსეულად გაართვან თავი მოვალეობას. ყველამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიფიქროთ ვეფხისტყაოსანზე, ვიფიქროთ სახარებაზე, ვიფიქროთ რაღაც მაღალ ღირებულებებზე და იმ ვალდებულებებზე რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე გვაქვს და გვაკისრია,”- განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები